ოჯახური მდგომარეობის გამო პარლამენტის სხდომების გაცდენა, რომელიც საპატიო მიზეზად ითვლება, შესაძლოა, პარლამენტის რეგლამენტიდან ამოიღონ. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გახშირდა გაცდენები ოჯახური პირობების გამო, რაც საპატიო მიზეზად ითვლება, თუმცა არიან დეპუტატები, რომელთაც 60-ზე მეტი გაცდენა აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე იმ დეპუტატების სახელი და გვარებიც დაასახელა, რომლებიც ყველაზე ხშირად აცდენენ სხდომებს.
"პარლამენტის წევრების სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით მივმართე შესაბამის სამსახურს და მაქვს სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი სხდომაა საპატიო მიზეზებით გაცდენილი. რეგლამენტით გათვლილია, რომ ოჯახური მდგომარეობით სხდომების გაცდენა საპატიო მიზეზად ითვლება. ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრები სხვა ადამიანებისგან არაფით განსხვავდებიან, თუმცა თუ გადავხედავთ სტატისტიკას, აქ სულ სხვა შემთხვევასთან გავქვს საქმე. მე ამოვწერე 10 ხშირად გამცდენი დეპუტატის სახელი და გვარი, ვისაც გაცდენილი აქვთ 60-ზე მეტი სხდომა. გიორგი ვაშაძე 66 სხდომა აქვს გაცდენილი. დავით ბეჟუაშვილს -74, გოდერძი ბუკია 91 სხდომას არ ესწრებოდა, გიორგი ლიპარტელიანი 93 სხდომას, რამაზ ნიკოლაიშვილი-94ს-, აზერ სულეიმანოვს 96 გაცდენა აქვს, თუმცა ყველაზე მეტი კობა ნაყოფიას აქვს გაცდენილი, 101 გაცდენა აქვს. ამ შემთხვევაში ჩემი სიტყვები უადგილოა. თუ მათ რამე პრობლემა აქვთ ოჯახური მდგომარეობის გამო, ჩვენ მათთან უნდა ვიყოთ. მესმის ისიც, რომ ჩემი სიტყვები ცინიკურად ჟღერს. ვთხოვ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომ "ოჯახური მდგომარეობის გამო", რომელიც საპატიო მიზეზად ითვლება, ამოღებულ იქნას პარლამენტის რეგლამენტიდან", - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის დღევანდელ განცხადებას წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზციების: ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ,,ახალგაზრდული თაობის“ და ,,პოზიციის“ გუშინ გაჟღერებული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრების განვითარებისათვის აუცილებელია მოწესრიგდეს დეპუტატების მიერ საპარლამენტო სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გაცდენების მახინჯი პრაქტიკა.
აღნიშნულმა არსამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე და შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებზე:
1) ოჯახური მდგომარეობის გამო პარლამენტის წევრის მიერ საპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის შინაარსი დაზუსტდეს, თუ რას ნიშნავს „ოჯახური მდგომარეობა“ და ჩაიშალოს სამ ნაწილად – ოჯახის წევრის გარდაცვალება, მეუღლის მშობიარობა, ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფობა.
2) სასურველია, პარლამენტის წევრს არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო დაუკავდეს ხელფასის 20%. (ამჯამინდელი რედაქციით 10%).
3) პარლამენტის წევრებს არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში დაუკავდეთ ხელფასის გარკვეული ნაწილი,რომელიც გადაირიცხება სოციალურად დაუცველი ან/და მძიმე დიაგნიზის მქონე ადამიანის/ადამიანების ანგარიშებზე, ქველმოქმედების მიზნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.