პრეზიდენტის სიძე დაჭრეს - ექიმის თქმით, მინდია გოგოჭურს ოთხი ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება
06-07-2018, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. გოგოჭურს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

 

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-ტრავმატოლოგის ვაჟა კახნიძის თქმით, მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იგი ჯერჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

 

 

„ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა ორივე ბარძაყის და ასევე გამჭოლი ჭრილობები წვივების შუა მესამედში. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ინსტრუმენტული კვლევები, აღენიშნება დიდი წვივის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა. ქირურგიული და ტრავმატოლოგიური ბრიგადის მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა“, განუცხადა ექიმმა ჟურნალისტებს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხართან დაკავშირებით გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი