ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის წინამძღოლმა მეუფე ლაზარემ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მეუფე თეოდორემ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა ბორჯომის ისტორიულ პარკში ღვინის მუზეუმი გახსნეს.

„სტუმრებმა, ღვინის მუზეუმში დაცული ღვინის სხვადასხვა სახეობები დაგემოვნეს. ბორჯომში მარნის გახსნის იდეა ისტორიული პარკის დირექტორს, ლაშა ცაგარეიშვილს ეკუთვნის. მარანში გაიხსნა ქვევრები, სადაც რამოდენიმე წლის დაძველების სხვადსხვა ღვინის სახეობები შეინახება. მარანის გახსნა მიზნად ისახავს ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას და ტრადიციული წარმოების შენარჩუნებას. ღვინის მუზეუმის გახსნა კონცერტით აღინიშნა, სადაც გორის ქალთა კამერული გუნდის მიერ შესრულებული იქნა მრავალჟამიერი", ნათქვამია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.