პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ მინისტრი ადგილზე გაეცნობა შექმნილ ვითარებას, შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს და მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.
უხვი ნალექის შედეგად, 5 ივლისს სოფელ ჭუბერში მთის მასის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრის ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, წაიღო გზები და ხიდები, რის გამოც გარე სამყაროს მოწყდა ჭუბერის თემში შემავალი რამდენიმე სოფელი.
სტიქიას ჭუბერში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.