იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურის სამსახური რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მონიტორინგს უწევს.
ხარაგაულის მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის ინფორმაციით, სამსახურის წარმომადგენლები ამჯერად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ და იქ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ გაბიძაშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან კობა ლურსმანაშვილთან ერთად ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის, ხიდრის საბავშვო ბაღის და სარიტუალო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კიცხი-ხიდარის გზის მშენებლობა და სოფელ თეთრაწყაროს სკოლის სარემონტო სამუშაოები მოინახულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.