„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ზემო სვანეთში, ჭუბერის თემში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ საუბრისას ხარაგაულში გვირაბების მშენებლობებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გვირაბების აფეთქება პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ბიზნესინტერესებს უკავშირდება.
მისი თქმით, ნაშალი მასალა მიაქვთ ხეობაში, მისალით იხერგება მდინარე და თუ მდინარემ ეს მასალა მოწყვიტა და წამოიღო, იქაც უდიდესი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით.
„იგივე რაც გააკეთეს ხარაგაულში, დაიწყეს გვირაბების გათხრა იმისათვის, რომ ბახტაძეს ეშოვა მილიონები - „ახლადგამოჩეკილ გოგლი-მოგლა“ პრემიერ მინისტრს, დაიწყეს გვირაბების აფეთქება. აპარატით კი არ თხრიან, მიწას აფეთქებენ და სოფლები ცვივა ამ გვირაბში, ნაშალი მასალა კი მიაქვთ ხეობაში, ჩაკეტეს მდინარე, რომელიც თუ გადმოსკდა, მოგვენატრება მერე ის, რაც დღეს მოხდა, რადგან წყლის ეს ნაკადი წაიღებს მთელ ხარაგაულს, ზესტაფონს, კოლხეთის დაბლობს და ჩაიტანს, სადღაც მოსკოვის სრუტეში“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ პირდაპირი ჩართვისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.