მექსიკაში, ქალაქ ტულტეპეკში, რომელიც პიროტექნიკის ქალაქადაა ცნობილი, ფოიერვერკების საწყობში მომხდარ ინციდენტს 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ორმოცამდე ადამიანი. დაზარალებულებს შორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებიც არიან.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, აფეთქების შედეგად პიროტექნიკის სულ მცირე ოთხი საწყობი-მაღაზია განადგურდა.
„საუზმისას დიდი აფეთქების ხმა გავიგეთ და სახლიდან გამოსვლისას დავინახე დიდი თეთრი ღრუბელი ცაში, თითქოს წვიმას აპირებდა - თუმცა დღეს ცეცხლი გაწვიმდა“, განაცხადა ალონდრა პერეზმა, რომელიც საწყობების მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს.
ქალაქი ტულტეპეკი ყოველწლიურად პიროტექნიკის ფესტივალს მასპინძლობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.