საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს 3 ივლისს, „TV პირველი“-ის გადაცემა „რეაქციაში“ რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურის, გიორგი აბდუშელიშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ 6 ივლისს სპორტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული თემის პარალელურად მღვდელმსახურმა გააჟღერა სიცრუეზე აგებული, შეურაცხმყოფელი და ყოვლად უპასუხისმგებლო ბრალდებები.
რუის-ურბნისის მმართველ მღვდელმთავართან მიტროპილიტ იობთან (აქიაშვილი) საუბრის შემდეგ, საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ ჯერ რეაგირებას არ მოხდენს აღნიშნულ მღვდელმსახურზე და დაელოდება რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტს, რათა მან მკაცრი ზომები გაატაროს მამა გიორგი აბდუშელიშვილის მიმართ.
„ამა წლის 3 ივლისს ტელევიზია TV პირველი-ის გადაცემა „რეაქციაში“ მონაწილეობა მიიღო რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა, გიორგი აბდუშელიშვილმა, რომელმაც 6 ივლისს სპორტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული თემის პარალელურად გააჟღერა სიცრუეზე აგებული, შეურაცხმყოფელი და ყოვლად უპასუხისმგებლო ბრალდებები. მის ქმედებასთან დაკავშირებით მრევლი და სასულიერო პირები ითხოვენ დროულ რეაგირებას.
განვმარტავთ, რომ ორი დღის წინ მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი) დარეკა რუის-ურბნისის მმართველმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და გამთქვა სინანული მომხდარის გამო, ამასთან განაცხადა, რომ მიიღებს მკაცრ ზომებს ზემოხსენებულ სასულიერო პირთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ახლო მომავალში მეუფე იობი და მისი ეპარქია დააფიქსირებს პოზიციას, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქო ჯერ არ აკეთებს რეაგირებას მომხდართან დაკავშირებით“, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
3 ივლისს, „TV პირველი“-ის გადაცემა „რეაქციაში“ რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა, გიორგი აბდუშელიშვილმა განაცხადა, რომ ყრილობასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცახდება არის სიცრუე და საპატრიაქოში იცოდნენ ყრილობის შესახებ. მისი თქმით, დღეს საპატრიარქოს „ვითომ“ ეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი და ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი მართავენ. მამა გიორგი აბდუშელიშვილი ასევე აცხადებს, რომ იაკობ იაკობაშვილი არ არის ეპისკოპოსი, ის გამოირჩიეს უწმინდესის ტრაპეზზე და მისითვის ხმა რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობს არ მიუცია. აბდუშელიშვილის თქმით, იაკობაშვილი ხოცავდა ხალხს და ნაცემი ჰყავს პირველი პრეზიდენტის მეუღლე, ასევე იაკობ იაკობაშვილის და მისი ხალხის მფლობელობაშია კაზინოების და ტოტალიზატორების უმრავლესობა.
„საპატრიარქო ეუბნება ქართველ ხალხს: ქართველო ხალხო, თქვენ კისერიც გიტეხიათ, მანდ, გინდა ყრილობა მოიწვიეთ, რაც გინდა ქენით, ჩვენ შენთან არ ვართ. როგორ შეიძლება, ერმა და ბერმა მოინდომა გაერთიანდეს და ყრილობა ჩაატაროს, და საპატრიარქო ამბობს, რომ ჩვენ ამ ყრილობას ვემიჯნებით, ქართველ ხალხს ემიჯნება საპატრიარქო? ყრილობასთან დაკავშირებით საპატრიარქო იტყუება, რადგან მათ მოსაწვევებიც კი გადავეცით. ეს ყველაფერი არის „ვითომ“ ეპისკოპოსის და ქალბატონის, შორენას გადაწყვეტილება. ასევე, რომ იცოდეთ, იაკობ იაკობაშვილი არ არის ეპისკოპოსი, ის გამოირჩიეს უწმინდესის ტრაპეზზე და მისთვის ხმა მეუფე იობს არ მიუცია, ეს ჩემთან პირად საუბრებში აქვს ნათქვამი. იაკობაშვილი არის ხულიგანი და ბანდიტი. ის ხოცავდა ხალხს, ნაცემი ჰყავს პირველი პრეზიდენტის მეუღლე. იაკობაშვილი და მისი ხალხი მართავს ყველა კაზინოს და ყველა ტოტალიზატორს“, განაცხადა რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა, გიორგი აბდუშელიშვილმა „TV პირველი“-ს გადაცემა „რეაქციაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.