გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე: „გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას“
06-07-2018, 15:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს დაესწრო, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთი დისკუსია ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმს, კერძოდ, ამ კუთხით გერმანიაში არსებულ მდგომარეობას მიეძღვნა.

 

 

ნინო ჯავახაძემ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გერმანიაში უვიზო რეჟიმის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

 

 

ფორუმზე გერმანულ მხარეს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილე, შტეფან მაიერი, რომელმაც კმაყოფილება გამოხატა საქართველოს მთავრობის მყისიერ რეაგირებაზე, როდესაც 2017 წლის ბოლოს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მკვეთრი მატება დაფიქსირდა.

 

 

2018 წლის იანვრიდან გერმანიაში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრი კლება ფიქსირდება. ამავე წლის მაისის თვის მონაცემები სავიზო რეჟიმის დროს არსებულ მონაცემს უტოლდება, ხოლო სხვადასხვა ფედერალურ მიწებზე ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც 30-50%-ით არის შემცირებული.

 

 

შტეფან მაიერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა არის სანიმუშო. მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გერმანიის დედაქალაქში მიმდინარე წლის 30 მაისს განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.

 

 

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შტეფან მაიერმა აღნიშნა, გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას და სამომავლო პერსპექტივაშიც პოზიტიური მოლოდინი არსებობს.

 

 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი