პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
„საქართველოში ხე-ტყის ჭრა, უკვე წლებია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს ძალების გაერთიანება, შესაბამისი თანხების გამოყოფა, სტრუქტურების გაძლიერება და გამოცხადდეს უკომპრომისო ბრძოლა უკანონო ხე-ტყის ჭრასთან. ტყის კოდექსი, რომელიც პარლამენტში მუშავდება, ეს მხოლოდ დასაწყისია, ამას უნდა მოჰყვეს ხის სექტორის რეფორმა, რაც სტრუქტურულ ცვლილებებსაც გულისხმობს. ეს საბოლოოდ მიგვიყვანს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის - ტყის მასივების მდგრად მართვაზე. ჩვენ წინა სესიების განმავლობაში გავამკაცრეთ კანონმდებლობა უკანონო ხის ჭრასთან დაკავშირებით, თუმცა ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია სისტემური მიდგომა, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრას და შეწყდეს ტყეების უკანონოდ გაჩეხვა", განაცხადა კახა კუჭავამ.
მამუკა ბახტაძის თქმით, ჭუბერში მომხდარ სტიქიას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო ტყის უსისტემო გაჩეხვამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.