პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში, მანავის ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა
06-07-2018, 16:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში, სამხედრო დღე მანავის ბანაკში გაიმართა. I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ პრეზენტაციით დაიწყეს. მოზარდებს, სამხედრო მოსამსახურეებმა ქართული ჯარის შესახებ, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტიგენტის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჯარისკაცება მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებიც გააცნეს.

 

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მანავის ბანაკის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული შეიარაღების გამოფენა მოეწყო.

 

 

ღონისძიების ფარგლებში „სახალისო შეჯიბრი სამხედრო ელემენტებით“ გაიმართა. სამხედრო ინსტრუქტორებმა მათ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხები ასწავლეს. მოზარდები ერთმანეთს ტვირთვის გადაზიდვაში, ხელყუმბარების ტყორცნაში, საკაცით დაშავებულების გადაადგილება-გადაყვანაში, მოკლე გარბენსა და ხოხვაში შეეჯიბრნენ. სამხედრო დღე მანავში შეჯიბრში მონაწილე გამარჯვებული გუნდის გამოვლენით დასრულდა.

 

 

„მომავლის ბანაკს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

 


პროექტის მიზანია სხავდასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, ასევე სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

 

 

„მომავლის ბანაკები“ პარალელურად დასავლეთ საქართველოში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაბა ანაკლიასა და ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც ტარდება, სადაც მოსწავლეები რობოტექნიკას გაეცნობიან.

 

 

მანავის ბანაკი 8 ნაკადს უმასპინძლებს, თითოეულ ნაკადზე 12-დან 16 წლამდე ასაკის 132 მოსწავლე იქნება წარმოდგენილი, რომელიც 6 გუნდად გადანაწილდებიან. მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მცირეკონტიგენტიანი (ძირითადად რეგიონებში მდებარე) სკოლების მოსწავლეებს მიენიჭათ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი