„ნენსკრა ჰესის თანამშრომელი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა აქედან, ალბათ რეალურად დაინახა ნენსკრას სახე როგორია, როცა ადიდდება“ - მინდია გურჩიანი
06-07-2018, 17:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში 5 ივლისს მდინარე ნენსკრის ადიდების და სტიქიური მოვლენის განვითარების ამსახველი არაერთი ვიდეოკადრი გავრცელდა სოციალური ქსელის, „Facebook“-ის პირდაპირი რეჟიმის საშუალებით.

 


მინდია გურჩიანი მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მკვიდრია, რომელმაც ხუთშაბათს, 5 ივლისს, სოციალურ ქსელში ვიდეო პირდაპირი რეჟიმის საშუალებით გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ მიაქვს ადიდებულ მდინარე ნენსკრას საავტომობილო გზა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალწლოვანი მწვანე ნარგავები.

 

 

 

 

„აი, ეს არის ნენსკრას რეალური სახე მეგობრებო და აი, ამ მდინარის შეკავებას აპირებენ კაშხლით. რეალურად ვერაფერი ვერ შეაკავებს ამას, ამხელა მძლავრ მდინარეს. ეს არის ადიდებული ნენსკრა. ნახეთ, როგორ მიაქვს ხეები, რამხელა ქვები მიაქვს, უზარმაზარი ქვები მიაქვს, გზაც წაიღო. ხეები აქ რაც იყო, მთლიანად წაღებული აქვს. ეს სულ რაღაც 20 წუთის განმავლობაში. ჩვენ მტერს, ჩვენ მტერს, აქ ჰესი რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდა, ვერც კი წარმოვიდგენთ. ტონიანი ქვები მიაქვს ნენსკრას, აი ნახეთ. ეს ახლა ჩამოიტანა, აი ეს ამხელა ქვები, ახლახან ჩამოიტანა. აი, გზა მიაქვს უკვე. 20 წუთის წინ ამ ტერიტორიაზე იყო ხეები. აი ასე მიაქვს ხეები. წეღან ‘ნენსკრა ჰესის’ თანამშრომელი პიკაპით აი, ამ გზაზე ჩამოვიდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა აქედან. ალბათ, რეალურად დაინახა ნენსკრას სახე როგორია, როცა ადიდდება - შეშინებული გაიქცა აქედან. იმიტომ, რომ გზის გადაკეტვის საშიშროებაა. იგერ, გზა რეალურად, ნახევრამდე ჩანგრეულია და სხვა გზით ფიზიკურად ვეღარ მოახერხებდა ჩასვლას მესტიის, ჭუბერის ცენტრში ან სხვა დასახლებაში... ეს არის მესტიის რაიონის სოფელი ჭუბერი, სადაც აპირებენ ააშენონ უზარმაზარი ჰესი, აი ამ მდინარის დატბორვით. თქვენ წარმოიდგინეთ რა შედეგები მოჰყვება მაგას, ამხელა მდინარის დატბორვას. ახლა რომ ყოფილიყო აქ ჰესი, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ მთლიანად ჩამოინგრეოდა“, ამბობს მინდია გურჩიანი.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი