ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან შეხვედრა გამართეს.
„მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია გასაოცარია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის. ქართველი ჯარისკაცები ნამდვილად ძალიან ძლიერები არიან. დიდ პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს მიმართ მისიაში მონაწილეობისთვის“, ამ სიტყვებით შეაფასა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებაში ქართული კონტინგენტის კონტრიბუცია საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას.
ამერიკელ გენერალთან საუბრისას ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ გენერალი ჯონ ნიკოლსონი საქართველოს დიდი მხარდამჭერია. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.
შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე დაესწრნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.