ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს" წევრებს პროცედურულ დარღვევებზე მიუთითა.
„პროცედურაა, რომ ჩვენ, კომისიამ, მაქსიმალურად ზედმიწევნით დავიცვათ კანონი, ეს არის პროცედურა. როდესაც დაკითხვის პროცესში ადგილი აქვს კანონის დარღვევის შესაძლო ფაქტს და ახლა თუ დავარღვევთ კანონს, მერე აზრი არ აქვს. ასეთი მოხდა უკვე რამდენიმე დღის წინ. პროცედურის დარღვევაა, ძალიან უხეში თუ ჩვენ მოვითხოვთ ოპერატიული ინფორმაციის მიღებას მაშინ, როდესაც კანონში პირდაპირ წერია, რომ ასეთი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს კონკრეტულ პირებს და ჩამოთვლილია ეს პირები, პროკურატურა შეზღუდული უფლებით და არა სრულად, სასამართლო, ინსპექტორსაც შეზღუდული, მხოლოდ მის ფარგლებში. არც ნდობის ჯგუფის ფარგლებში არ არის დაშვება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებული ინფორმაციის გაცნობაზე, თუ ეს ეხება ბიუჯეტის საკითხებს და არის საიდუმლო ინფორმაცია, მეც ვარ იმ ნდობის ჯგუფის წევრი და ვიცი კანონი. ბატონი ირაკლი რასაც აკეთებს ახლა, ეს არის პირდაპირ მცდელობა კანონის დარღვევის. მე ვადასტურებ, რომ დიახ, მაინტერესებს ინფორმაციები მივიღო და ასი კითხვა დაისვა ერთი და იგივე, თუმცა, ასივეჯერ სიამოვნებით მოვისმენ ამ პასუხებს, მაგრამ არ ვიცი რა აზრი აქვს ამ გამეორებას. მაგრამ არ შეიძლება თუ ეს ინფორმაცია გვინდა, რომ მივიღოთ, ეს ვაკეთოთ კანონის დარღვევის ხარჯზე. ამიტომ, მე მოგმართავთ თქვენ, როგორც თავმჯდომარეს, უზრუნველყოთ, რომ ამ კანონის მოთხოვნა იყოს დაცული. ეს არც დახურულ რეჟიმში შეიძლება, არც ღია რეჟმში შეიძლება და პარლამენტის წევრმა ეს უნდა იცოდეს", განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.