თორნიკე რიჟვაძის გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აჭარას ძალიან აქტიური ახალგაზრდა ხელმძღვანელი ეყოლება, აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის წარდგენილ კანდიდატთან დაკავშირებით.
„ჩვენ გუშინ ახალი კანდიდატი წარვადგინეთ. მე მასთან აქტიური შეხების შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა ბატონ თორნიკეს როგორც კარგ მენეჯერს, ისე ახასიათებენ. თორნიკე რიჟვაძეს კარგი განათლება აქვს, მას ბიზნესადმინისტრირება აქვს დამთავრებული და მისი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ძალიან აქტიური ახალგაზრდა ხელმძღვანელი ეყოლება აჭარას. ბუნებრივია, ჩემი პროფილიდან გამომდინარე, აჭარასთან მაქვს შეხება და ისედაც, აჭარა მნიშვნელოვანი რეგიონია”, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლეოსბამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურად დაასახელა.
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ამჟამად „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელად მუშაობს.
თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი არ შეეცდება რეგიონში გარკვეული კრიზისის შექმნას და „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარს დაუჭერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.