ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი სამუშაო პროცესის პოლიტიზებას ცდილობს.
„ძალიან სამწუხაროა რომ კომისიის ზოგიერთი წევრი ცდილობს რომ მოახდინოს ამ აბსოლუტურად სამუშაო პროცესის პოლიტიზება, რადგან არ მოსწონთ კონკრეტული კითხვები, რადგან შეიძლება არ აკმაყოფილებდეთ პასუხები მოწვეული ადამიანების მხრიდან. ვატყობ, ბოლო პერიოდში გახშირდა კომისიის წევრების მხრიდან კომისიის საქმიანობაზე, იქნება ეს კანონების ინტერპრეტაციის გზით, თუ იქნება ეს კითხვების დაგმობის გზით. ეს არის არასწორი მიდგომა. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ უკვე ნეგატიური შეფასებისგან, ეს ახდენს კომისიის მუშაობის დისკრედიტაციას. ყველას უნდა ესმოდეს, რომ უმჯობესია, კომისიის ფორმატში დაისვას კითხვები, ვიდრე კომისიის მუშაობა იყოს შეფერხებული და ეს კითხვები დაისვას სხვაგან. დავსვით კონკრეტული კითხვები, რატომ არ დაიკითხა კონკრეტული მოწმეები, ან რატომ არ ჩატარდა სახლის ჩხრეკა, რატომ არ ამოიღეს კომპიუტერები, ტელეფონები და ა.შ. ამ კითხვების ნაწილზე კომისიის წევრებმა პასუხები ვერ მიიღეს. ამ დაკითხვების დროს გამოიკვეთა, რომ გაჩნდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა პროკურატურის ვერსიას და შსს ვერსიას შორის”, აცხადებს სერგი კაპანაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.