შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, შატილში დაკარგული მწყემსის, 52 წლის გიორგი შეთიკაურის ცხედარი იპოვეს.
2 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის პირიქითა ხევსურეთის მაღალმთიანეთში, სოფ. ხონისჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე კხონისწყლის მარცხენა შენაკადის ხეობაში, კატასტროფული ხასიათის მეწყრულ-კლდეზვავური ტიპის ჩამოქცევა და ღვარცოფის ტრანსფორმაცია მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ადგილობრივი მწყემსი გაუჩინარდა.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დაკარგული მწყემსის შესახებ შეტყობინება შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა საძიებო-სამაშველო ოპერაციები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს. გაწმენდით-საძიებო სამუშაოებს მაშველები 700 მეტრის სიგრძეზე ჩამოწოლილ, 8-9 მეტრის სიღრმის მეწყერში ახორციელებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა მეწყერში მოყოლილი გიორგი შეთიკაურის ცხედარი 12 ივნისს, დილით, ქოხში აღმოაჩინეს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.