51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე: შევედით არკაში და ვხედავ დათოს, რომელიც წევს - ბავშვს თავზე დავადექი, თვალები ღია ჰქონდა, ვუყვიროდი, დათო ხომ მხედავ-მეთქი
07-07-2018, 17:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორვას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს კითხავენ.

 


სხდომაზე 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ ხორავას ქუჩაზე გასული წლის 1-ელ დეკემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

 

 

„მასწავლებელმა დამირეკა და მითხრა, დავიღუპეთ, ბავშვები დაგვიხოცესო. ისეთი დაბნეული ვიყავი, გარეთ რომ გამოვვარდი, ყაზბეგის ქუჩისკენ გავიქეცი, თან ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი. ქუჩაზე ასვლის პროცესში გზა გადამიჭრა დ.ღ-მ სირბილით, რომელსაც ვხედავ, რომ სახეზე აქვს სისხლი, ოღონდ გარბის ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს კარგად არის, შეუძლია სიარული, ამიტომ არ გავეკიდე დ.ღ-ს.

 

 

შემდეგ შევუხვიე ხორავას ქუჩაზე, გადაკეტილი იყო მთელი ქუჩა, ბევრი ხალხი იდგა. პირველი ვინც დამეტაკა იყო ა.ბ, ჩამავლო ხელი მოსაცმელში და მითხრა, რომ არ დამტოვოთ, თქვენთან ერთად ვიქნები, მე ვნახე რაღაც. ჩქარა წამოდით, იმიტომ რომ ლევანი წევს იქ. ორ ნაბიჯში მხვდება ორი პედაგოგი, ერთი რომელმაც დამირეკა – ჯიაძე და ღუღუნიშვილი, ვხედავ ასევე ჩვენს მოსწავლეს გ.ჯ-ს.

 

 

მივედი ლევანთან, რომელიც იწვა. სადარბაზოს შიგნით ჰქონდა ტანი, ფეხები ქვევით, ნახვერად შიგნით იყო, ვიღაცას ეჭირა მხრებით, ჩვენი მოსწავლე არ იყო ის.

 

 

მოვკიდე ხელი ორივე მხარში. რომ შევეხე, ცუდად გადაწია თავი. ა.ბ-მ, რომელიც არ მომცილებია, მითხრა, რომ დათოსაც უჭირსო, წამოდი ჩქარაო. სად არის დათო-მეთქი, იქნებ ვინმეს მანქანაში ჩავსვათ-თქო, ვამბობდი. სასწრაფო და პოლიცია არ იყო მაშინ იქ მისული, არ მახსოვს, მერე მოვიდნენ. შევედით არკაში და ვხედავ დათოს, რომელიც წევს იქ. სისხლის მდინარეა.

 

 

ვიღაც კაცი იყო, ვთხოვე, გაიწიე-მეთქი და ბავშვს თავზე დავადექი, თვალები ღია ჰქონდა, ვუყვიროდი, დათო ხომ მხედავ-მეთქი, მივმართავდი დედიკოთი, ასე მყავდა ეს ბავშვი კალთაზე გამოკერებული, დედა ემიგრაციაში იყო. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს იმ ბავშვების მიმართ, რომელთა მშობლები ემიგრაციაში არიან, მე ვიცი, ეს რას ნიშნავს. დათო შვილივით მყავდა. თვალები არ დახუჭო, არ დაგტოვებ, ექიმი მოვა და დაგეხმარება-მეთქი.

 

 

მერე გამოვიქეცი ლევანთან. რომ გამოვდიოდი არკიდან, სასწრაფო იყო მოსული და ლევანს ეხმარებოდნენ. მერე მეორე მანქანა მოვიდა და ექიმებს მივეცით პროცედურების გაკეთების საშუალება. როგორც კი ორივე ბავშვი გავამგზავრეთ, პოლიციის თანამშრომელი დავინახე იქ, მოვიდა ჩემთან, მე ვთხოვე, რომ წამოგყვებით მეთქი. ა.ბ ჩემთან ერთად იყო და ავედით პოლიციაში“, განაცხადა თინათინ ყენიამ კომისიის სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი