საქართველოს მთავარ პროკურატურაში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პროკურტურისა და შინგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სახალხო მდაცველიც ესწრებოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზაზა სარალიძეს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე იყო საუბარი.
„რა განხილვა მიმდინარეობდა, რა ფაქტებთან დაკავშირებით და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე იყო საუბარი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ.
ერთ-ერთი მ.კ.-ის საკითხზე მიდიოდა მსჯელობა, მაგრამ თავს შევიკავებ კონკრეტული პასუხებისგან.”, განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.