„ჩვენი ახალგაზრდები, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე არიან“ - მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებას ეხმაურება
07-07-2018, 20:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ჭუბერში გაწმენდით სამუშაოებში ჩართვის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებას ეხმაურება.

 

 

„დიდი მადლობა, ჩვენი ახალგაზრდები, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე არიან", წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში.

 


„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჭუბერში, გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვება.

 


ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოუწოდა ახალგაზრდებს, შეიტანონ წვლილი სტიქიის შედეგებთან გამკლავებაში.

 


„უკვე რამდენიმე დღეა სვანეთში სტიქია მძვინვარებს, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ სოფელ ჭუბერს დიდი ზიანი მიაყენა.

 


მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო შტაბი და შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ჩვენ, „ქართული ოცნების“

 

 

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც ვაპირებთ, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას.

 


ამიტომ, როგორც კი სტიქიის აქტიური ფაზა გადაივლის, ვაპირებთ ჭუბერში ჩასვლას და ამ ადამიანების დასახმარებლად, ყველა სამუშაოში აქტიურად ჩართვას.

 


„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაერთიანებული ვართ ახალგაზრდები მთელი საქართველოდან და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიწყებთ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებელი ღონისძიებების ორგანიზებას, ეს არის ახალგაზრდული და არა პოლიტიკური ინიციატივა. ამას ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად ვაკეთებთ და თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა გულწრფელად გაგვეხარდება", განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი