თეა გოდოლაძე: ხე-ტყის ჭრა ჭუბერის ხეობაში სტიქიის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა
08-07-2018, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ „შაბათის ქრონიკასთან“ მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭუბერში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხე-ტყის ჭრა სტიქიის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა.

 

 

„როცა ჩვენ გარკვეულ, ფუნდამენტურ ცნებებს ვეხებით, აუცილებელია, ცალსახად განვსაზღვროთ, რა შემთხვევაშია ტყე პრობლემატური. ნენსკრას შემთხვევაში, იმ მონაცემებით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ხე-ტყის ჭრა, მასიურიც რომ ყოფილიყო, წყალდიდობის პროვოცირებას ვერ შეძლებდა. როცა ვსაუბრობთ ასეთ საკითხებზე, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ თემას, იმიტომ, რომ შემდეგ ეს გაჟღერდება ხოლმე გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ. უხერხულია, როცა გადაწყვეტილების მიმღებს ასეთ ინფორმაციას ვაწვდით. ხე-ტყე აქ არაფერ შუაში არაა“, განაცხადა თეა გოდოლაძემ.

 

 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ასევე ნენსკრა ჰესის მშენებლობის შესახებაც ისაუბრა და პროექტის ავტორებს მოუწოდა, რომ პროექტს თავიდან გადახედონ.

 


„რაც შეეხება ჰესს; მეც, ჩვენს სამეცნიერო გუნდსაც და უცხოელ კოლეგებსაც გვაქვს ცალსახა დამოკიდებულება, - სვანეთის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პირობებში, რაც ახლა არსებობს, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ რეზერვუარის, ანუ კაშხლური ტიპის მშენებლობას.

 


სვანეთში არის მთის, ძალიან ვერაგი, მყინვარული მდინარეები, რომელთაც ახასიათებთ წყალმოვარდნები. ეს დაამტკიცა მესტიაჭალამ ერთი წლის წინ, - როცა წყალმა მშენებარე ჰესი წაიღო. მსგავსი შემთხვევები გათვალისწინებული უნდა იყოს ნებისმიერი ტიპის მშენებლობისას. რეზერვუარის ტიპის ჰესები ძალიან საშიშია და შეიძლება, კონტრპროდუქტიული იყოს. მე გავეცანი გარემოსდაცვით ანგარიშს ამ ჰესის შესახებ. იქ ვერ ვნახე ღვარცოფული მოდელირება, რადგან შესაბამისი ისტორიული მონაცემები არ არსებობს. მშენებარე კომპანიამ თავიდან უნდა გადახედოს ამ პროექტს“, თქვა თეა გოდოლაძემ.

 

 

გოდოლაძემ, ასევე პარალელები გაავლო, 2015 წელს, ვერეს ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან და განაცხaდა, რომ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი სატეტილიტურ მონაცემებს ელოდება, რადგან ზუსტი პასუხი დაადგინონ თუ რამ გამოწვია სტიქია.

 

 

„დაახლოებით ანალოგიური პროცესი იყო რაც მოხდა 2015 წელს, თბილისში ვერეს მოვლენებს თუ გავიხენებთ, შეგვიძლია გარკვეული შედარებები გავაკეთოთ, ჩვეულებრივად აქაც მთის მდინარის ადიდება, წყალმოვარდნა გამოიწვია, უხვნალექიანობამ და შესაძლებელია ეს დაკავშირებული ყოფილიყო მყინვარის დნობასთანაც. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საბოლოო ვერსია, იმიტომ, რომ ჩვენ მეცნიერები ვართ და ჩემი სცენარი უნდა იყოს მიზეზ-შედეგობირავად დალაგებული, ამიტომ ჩვენ მეტი კვლევა გვჭირდება ზუსტი მიზეზების დასადგენად.

 

 

ჩვენ ველოდებით ნასას მონაცემებს, სატელიტურ მონაცემებს, იმიტომ, რომ ეს გარკვეული პერიოდულობით იდება ხოლმე, აქედან გამომდინარე ამ მონაცემების დამუშავება მოგვცემს გარკვეულწილად ცხად სურათს, თუ რა პროცესთან იყო დინამიკაში საქმე ანუ დინამიურად, როგორ განვითარდა ეს პროცესები, იმიტომ, რომ ნალექის დონემ უნდა მიაღწიოს კრიტიკულ ზღვარს, ისევე როგორც ვერეს შემთხვევაში მოხდა. ჩვენ ზუსტად დავთვალეთ 100 მილიმეტრი იყო, რაც უკვე კრიტიკული დონეა, სწორედ ამან მოახდინა ღვარცოფული მოვლენების ტრიგედირება 2015 წელს. რაც შეეხება ჭუბერის ხეობას, თქვენ, რომ ნახოთ იგივე გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემები, მესტიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიტიკული ზღვარისთვის ნალექის რაოდენობას არ მიუღწევია, რაც შეეხება ჭუბერს, აქ უკვე მონაცემები არ გვაქვს და ველოდებით სატეტილიტურ მონაცემებს, აქედან გამომდინრე ჩვენ უკვე ზუსტი პასუხი გვეცოდინება თუ რამ გამოიწვია სტიქია“, აღნიშნა გოდოლაძემ „შაბათის ქრონიკასთან“ საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი