2011-13 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრებზე 3 765 600 ლარი დახარჯა
12-06-2015, 05:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის დროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2011-2013 წლებში სხვადასხვა დასახელების საჩუქრის შეძენაზე 3 765 600 ლარი დახარჯა.


კერძოდ, როგორც გენერალური აუდიტორის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ, 2014 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში საჩუქრებისა და ადგილზე მოხმარების მიზნით სულ შესყიდულია 930.3 ათასი ლარის ალკოჰოლური სასმელები, 2,136.0 ათასი ლარის კომპიუტერული ტექნიკა, 205.5 ათასი ლარის ტელეფონები, 196.5 ათასი ლარის ოქროს სამკაულები, 121.1 ათასი ლარის საათები და 176.3 ათასი ლარის სხვადასხვა სახის სუვენირი.


"2011-2013 წლებში შესყიდული 930.3 ათასი ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელებიდან 266.7 ათასი ლარის სასმელები ადგილზე მოხმარების მიზნით საწყობიდან გაცემულია პრეზიდენტის სამდივნოს უფროსზე ე.წ. ,,სპეც საწყობში." კონკრეტულად,  თუ როდის და რა სახის ღონისძიებებზე იქნა მოხმარებული აღნიშნული სასმელები წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება. ფიზიკურ პირებზე საჩუქრების სახით გადაცემულ 1,370.2 ათასი ლარის ქონებაზე საგადასახადო კოდექსის 154 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციის მიერ ქონების საჩუქრად გადაცემის დროს საშემოსავლო გადასახადის დაკავება და ბიუჯეტში გადარიცხვა არ განხორციელებულა. მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე კი დარიცხვასა და ბიუჯეტში გადარიცხვას ექვემდებარებოდა 342.6 ათასი ლარი. საჩუქრების სახით შესყიდული საათები, ოქროს სამკაულები, კომპიუტერული ტექნიკა და ტელეფონები არ მიეკუთვნებოდა სუვენირებს. ამდენად, მათი შესყიდვა და საჩუქრების სახით გადაცემა წარმომადგენლობითი ხარჯების სახით არამართებული იყო. ასევე არამართლზომიერ ხარჯს წარმოადგენს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების თანამშრომლებზე კომპიუტერული ტექნიკის საჩუქრების სახით გადაცემა", - ნათქვამია გენერალური აუდიტორის წლიურ ანგარიშში.


გარდა ამისა, პარლამენტისთვის გადაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-სგან გადაცემა ,,კურიერის" 21:00 საათიანი გამოშვების 2003 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდის არსებული ჩანაწერის საარქივო მასალა 170.0 ათას ლარად შეიძინა.


"აღნიშული წარმოადგენს არაეფექტურ ხარჯს", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.


ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, 2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსურ საქმიანობაში საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზებიც იქნა გამოვლენილი. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში უცხოელი სტუმრების საქართველოში ვიზიტებისას ქალაქ ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტის სასტუმრო ,,რედისონის" და ,,შერატონის" მომსახურებით უზრუნველყოფისათვის ყოველგვარი დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის გარეშე ანაზღაურებულია 111.1 ათასი ლარი.


"ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება, თუ რა ვიზიტებისა და შეხვედრებისას განხორციელდა ბათუმში პრეზიდენტის სასტუმრო მომსახურება", - ნათქვამია ლაშა თორდიას წლიურ ანგარიშში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი