ირაკლი ლექვინაძე - კერძო მევახშეებთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა თამაშის წესები უნდა გახადოს უფრო ცხადი და გარკვეული რისკები მინიმუმადე დაიყვანოს
08-07-2018, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აუქციონებზე და კერძო მევახშეებთან იპოთეკაში ჩადებული ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეგულაციებს მაკროეკონომიკურად სწორად აფასებს, თუმცა იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც რეგულაციების დაწესების შემდეგ ლომბარდებსა და საკრედიტო ორგანიზაციებს დაემუქრებათ.

 


ლექვინაძის პროგნოზით, საკრედიტო ორგანიზაციებისა და ლომბარდების ნაწილი ან შეწყვეტს საქმიანობას ან მნიშვნელოვნად შეიზღუდება მათი საქმიანობის არეალი.

 


როგორც „კვირასთან“ საუბრისას ბიზნესომბუდსმენმა განაცხადა, შეზღუდვებმა თამაშის წესები უნდა გახადოს უფრო ცხადი და გარკვეული რისკები მინიმუმადე დაიყვანოს.

 


“ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ასეთი ტიპის ქონების დაგირავების შედეგად ძალიან დიდი პრობლემების წინაშაშე აღმოჩნდა და ეს სოციალაურ პრობლემად იქცა. ამიტომ ინიციატივები პასუხობს ამ გამოწვევას და გულისხმობს გარკვეული რეგულაციების შემოღებას. მაკროეკონომიკურად ასეთი ტიპის დაგირავებული ქონება და მათი რეალიზაციები საკრედიტო ორგანიზაციების მხრიდან, ბუნებრივია, ეკონომიკაში არის გარკვეული სოციალური პრობლემა, ამიტომ რეგულაციები გულისხმობს ასეთი საკითხების დარეგულირებას. მაკროეკონომიკურად ეს სწორია, თუმცა მსგავსი ტიპის რეგულაციები, მიკროეკონომიკურად თუ განვიხილავთ, გარკვეულ საკრედიტო ორგანიზაციებს და ლომბარდებს ასევე სხვადასხვა ამ სფეროში მოქმედ ეკონომიკურ სუბიექტებს, უქმნის პრობლემას. მათი ნაწილი ან შეწყვეტს საქმიანობას ან მნიშვნელოვნად შეიზღუდება მათი საქმიანობის არეალი. ანუ თუ მაკროეკონომიკურად შევხედავთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა , სწორედ პასუხობს ამ პრობლემას, რომელიც გამოწვევის სახით გვაქვს ეკონომიკაში,-განაცხადა ლექვინაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი