მერაბ ჯანიაშვილი - იპოთეკაში ჩადებული ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული შეზღუდვებით კერძო მევახშეებს ყველაფრის უფლება აღარ ექნებათ
08-07-2018, 13:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კერძო მევახშეებთან იპოთეკაში ჩადებული ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული შეზღუდვებს ექპერტი მერაბ ჯანიაშვილი დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ამ შეზღუდვებით კერძო მევახშეებს ყველაფრის უფლება აღარ ექნებათ.

 


როგორც „კვირასთან“ საუბრისას ჯანიაშვილმა აღნიშნა, კერძო მევახშესა და მსესხებელს შორის სამართლიანობის ბალანსის დაცვა აუცილებელია.

 


ჯანიაშვილის შეფასებით, შეზღუდვები შესაძლოა კერძო მევახშეებისთვის არ იყოს ხელსაყრელი, თუმცა ქვეყნისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან კარგია.

 


„არსებული კანონით, უუფლებო მდგომარეობაშია მსესხებელი, გამსესხებელს კი ყველაფრის უფლება აქვს. ამ შეზღუდვებით მევახშეებს ყველაფრის უფლება აღარ ექნებათ. იმაზე საუბარი შეიძლება იყოს, რომ კერძო მევახშეებისთვის არ არის კარგი, მაგრამ ქვეყნისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან კარგია. თუ მთლიან სურათს შევხედავთ, ბინების დაკარგვის კუთხით მეტი წილი მოდის კერძო მევახშეებთან. შემდეგ მოდიან ბანკები და შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ევროპის ქვეყნების მაგალითს თუ მოვიყვანთ, იქ ბევრი რეგულაციებია, მაგალითად, ადამიანებს არ აქვთ უფლება, უკანასკნელი საცხოვრისი იპოთეკით დატვირთონ და ა.შ. თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, გარკვეულწილად კანონმდებლობა უნდა შევცვალოთ და როგორც ვიცი პრემიერის ინიციატივები ამ მიმართულებით მიდის“ - აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმით, აქ საუბარია იმაზე, რომ კერძო მევახშეები არნახულ პროცენტში გასცემენ სესხებს, შემდეგ გაუაზრებელ საკომისიებს ახდევინებენ ხალხს და პირველივე დარღვევაზე ბინას ართმევენ.

 


„ცუდია, როდესაც კერძო მევახშე ადამიანს აძლევს სესხს, აქ ხდება ხელშეკრულების გაფორმება ნოტარიუსით და პირველივე დარღვევაზე შეუძლია მოითხოვოს ნოტარისუსიგან საბუთი, რომ ხელშეკრულება დაირღვა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოთხოვოს გამარტივებული წესით აღსრულება და ყოველგვარი სასამართლოს განხილვის გარეშე 10 ან ორ კირაში ადამიანებს ბინას ართმევენ. კარგია, რომ გარკვეული შეზღუდვები წესდება გამსესხებლებისთვის. თუნდაც ის, რომ საკომისიოს და ჯარიმების კუთხით მაქსიმუმ რამდენი შეიძლება დაერიცხოს მსესხებელს,-განაცხადა ჯანიაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები მდგომარეობას შედარებით გამოასწორებს, თუმცა რეფორმები თუ გარძელდება უკეთესი შედეგები დადგება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი