საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით ფინანსურ სექტორში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
„გაბატონებულია არასამართლიანი თამაშის წესები და მთელი რისკი მოდის მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობის გამო, საკუთარ ქონებას საიპოთეკო ვალდებულებით ტვირთავენ როგორც ბანკებში, ისე კერძო მევახშეებთან“ - აცხადებს დეპუტატი.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივების თანახმად, შემოდის სხვადასხვა რეგულაცია, რომელიც გააუმჯობესებს მოქალაქეების მდგომარეობას და ადამიანები აღარ აღმოჩნდებიან პერმანენტულად თაღლითური სქმების, შანტაჟის და სხვა მაქინაციების მსხვერპლი.
„ეს არის კონკრეტული ინიციატივები, რომელიც შეეხება დაჯარიმების პრინციპებსაც, დაწესდება ძალიან მნიშვნელოვანი ზღვრები. ასე რომ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს წარადგინა და პარლამენტში განხილვა მიმდინარეობს, ძალიან სერიოზულ შედეგს მოუტანს საზოგადოებას. ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომკური მოდელი, სამართლიანი თამაშის წესებით“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, ეს ინიციატივები ასახავს სწორედ იმ რეალობის გადაჭრის გზებს, რომელიც IDFI-ს კვლევებითაც დასტურდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.