თამარ ჩუგოშვილი - არასწორია კონსტიტუციაში ჩანაწერი, სტიქიის დროს მძიმე ტექნიკის გამოყენებას პრალამენტის ნებართვა არ უნდა სჭირდებოდეს
08-07-2018, 14:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით არასწორია, კონსტიტუციაში ის ჩანაწერი, რომელიც დღეს არსებობს, რადგან სტიქიასთან საბრძოლველად მძიმე ტექნიკის გამოყენებაზე პრალამენტის ნებართვა საჭირო არ უნდა იყოს. ჩუგოშვილი ასევე ამბობს, რომ მომავალში კონსტიტუციაში შევა ცვლილება, რომ სტიქიასთან საბრძოლველად სამხედრო ტექნიკისა და ადამიანური ძალის გამოყენებაზე პარლამენტის ნებართვა საჭირო აღარ იქნება, თუმცა ეს არ შეეხება საგანგებო და საომარ მდგომარეობას.

 


„კონსტიტუცია სტიქიის დროს სამხედრო ტექნიკის გამოყენებაზე ითხოვს პარლამენტის ნებართვას. სწორედ ამიტომ, დღეს რიგგარეშე ფორმატში იკრიბება პარლამენტი და მისცემს ნებართვას აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ ტექნიკის გამოყენებაზე. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციაში ის ჩანაწერი, რომელიც დღეს არსებობს და ასეთ შემთხვევაში სტიქიასთან საბრძოლველად პარლამენტის სავალდებულო ნებართვას მოითხოვს, არასწორია. ეს ცვლილება უკვე შეტანილია კონსტიტუციაში, შევა ძალაში ნოემბერში და მსგავს შემთხვევებში აღმასრულებელი ხელისუფლება სამხედრო ტექნიკისა და თუნდაც ადამიანური ძალის გამოყენებას შეძლებს საპარლამენტო ნებართვის გარეშე.

 


ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, როდესაც არის საგანგებო და საომარი მდგომარეობა, რასაც, რა თქმა უნდა, პარლამენტის ნებართვა სჭირდება. მაგრამ მეორეა, როდესაც ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, გარკვეული ტექნიკის ან ადამიანური ძალის გამოყენებაა საჭირო, რასაც არ უნდა სჭირდებოდეს ამ დონის ნებართვების გაცემა. ეს უკვე გამიჯნულია კონსტიტუციაში. ნოემბრიდან აღარ დაგვჭირდება პარლამენტის ნებართვა.

 


რა თქმა უნდა, სხვა არის საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა პარლამენტის ნებართვა. მთავრობამ ჩათვალა, რომ გარკვეული გზების აღსადგენად აუცილებელია რამდენიმე მანქანის გამოყენება, რომელსაც აქვს შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობები, რომელიც გზების აღდგენას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.

 


პრეზიდენტის ბრძანების დასამტკიცებლად, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი