დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის განცხადებით, ხადას ხეობაში სამაშველო სამსახური მთლიანად არის მობილიზებული, სწორედ სამძებრო სამუშაოების გამო რამდენიმე მონაკვეთზე ტურისტებისთვის მოძრაობა შეიზღუდა.
„ოჯახის ჩანჩქერზე წასვლის შემდეგ ახლობლებთან სატელეფონო კავშირი შეწყდა. 112-ში ახლობელმა დარეკა და იმ წუთიდან დაიწყო სამძებრო სამაშველო ოპერაციები. ადგილზე 30-მდე მაშველი იმყოფება. სამძებრო სამუშაოების გამო, ტურისტებისთვის შეიზღუდა მოძრაობა და ჯერჯერობით არ ვიცით როდის შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას”,-განაცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხადას ხეობაში ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. ბავშვის მშობლები, საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმარი დაღუპულები იპოვეს, ბავშვის სამძებრო სამუშაოები დღეს დილით განახლდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.