დღეს ნაგოია ბაშო ოფიციალურად გაიხსნა და ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი პირველად წარსდგა მაყურებლის წინაშე ოძეკის სტატუსით.
ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი მეორე მაეგაშირა იკიოი შოთა იყო, რომელთანაც ბრძოლის დაწყებისთანავე ქართველმა ოძეკმა უპირატესობა მოიპოვა და დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.
ხვალ, 9 ივლისს ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ჩიონოკუნი იქნება, რომელიც ლევანს ექვსჯერ ჰყავს დამარცხებული.
ნაგოია ბაშო დღეს დაიწყო და 22 ივლისის დასრულდება.
30 მაისს ლევან გორგაძემ ოძეკის წოდება ოფიციალურად მიიღო. ტოკიოში ტოჩინოშინის დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.