საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე მოადგილეებთან და კახეთის გუბერნატორთან - ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტს ეწვია.
მინისტრმა, კახეთის მხარის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის მერმა ერთად დაათვალიერეს სპორტული ინფრასტრუქტურა და გაიმართა შეხვედრები სპორტსმენებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
სტუმრებმა ახმეტის საფეხბურთო ბაზა მოინახულეს. საფეხბურთო ბაზაზე დაანონსდა რაგბის შემსწავლელი ჯგუფების შექმნა. პროექტის მიხედვით შეიქმნება რაგბის შემსწავლელი ოთხი (8, 10, 12, 14 წლამდელთა) ასაკობრივი ჯგუფი. მოზარდი მორაგბეები ახმეტის საფეხბურთო ბაზაზე ივარჯიშებენ. ახმეტასა და მიმდებარე ქართულ სოფლებში, ასევე პანკისის ხეობის სოფლებში მცხოვრები ბავშვები მუნიციპალური, უფასო, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ტრანსპორტით ივლიან სავარჯიშოდ.
ქალაქ ახმეტაში და სოფლებში: მატანი, საკობიანო, დუისი, ქვემო ხალაწანი და დუმასტური, ადგილობრივ სპორტულ ჯგუფებს სამინისტროდან სარაგბო და საფეხბურთო ეკიპირება, კალათბურთის ფარები, საჭიდაო ჩოხები, მაგიდის ჩოგბურთის ინვენტარი, ბილიარდის მაგიდა, ძიუდოს კიმონოები, და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადაეცათ.
სოფელ მატანში შეხვდნენ კალათბურთელ გოგონათა გუნდს, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატში 16-წლამდელთა შორის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კალათბურთელ გოგონათა გუნდს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადაეცა.
ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.