პორტალ „კვირასა“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
12-06-2015, 07:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირასა“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, პორტალი “კვირა” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებს. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს პორტალში სტაჟირების გავლის საშუალება მიეცემათ.

 

 

როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, აღნიშნული მემორანდუმი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკულ გამოცდილებასაც შეიძენენ.


“დღეს მემორანდუმი გავაფორმეთ ანალიტიკურ პორტალ “კვირასთან”. თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან ამ სააგენტოში. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ საინფორმაციო თანამშრომლობას, ანუ ჩვენთან ჩატარებული ღონისძიებები გაშუქდება ამ პორტალზე. ეს პროექტი მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის იმიტომ, რომ ისინი უნივერსიტეტში თეორიულ ცოდნას იღებენ, ჩვენი უნივერსიტეტი გარკვეულ შესაძლებლობას კი აძლევს მათ, რომ პრაქტიკა გაიარონ, მაგრამ როდესაც პრაქტიკას ისეთ წარმატებულ საინფორმაციო სააგენტოში გაივლიან, როგორიც პორტალი “კვირაა”, ეს მათი პრაქტიკული განვითარებისთვის უფრო მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ილიას ჩილოღლუმ.


როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ექრემ დინდაროლიმ აღნიშნა, მემორანდუმი სტუდენტებს საშუალებას მისცემს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და პროეფისიულად განვითარდნენ.


“მოხარულები ვართ დღევადელი მემორანდუმის გამო, რომელიც პორტალ “კვირასა” და ჩვენს უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. ამ მემორანდუმის მიხედვით, ჩვენი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები პორტალ „კვირაში“ სტაჟირებას გაივლიან და შესაძლებლობა მიეცემათ, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ მათ მომავალ პროფესიაში. მათ უკვე შეიტყვეს ამ სიახლის შესახებ, ძალიან მოხარულები არიან და მოლოდინიც დიდი აქვთ”, – განაცხადა ექრემ დინდაროლიმ.


როგორც პორტალ „კვირას“ მთავარმა რედაქტორმა ქეთი ხოსიტაშვილმა განაცხადა, პორტალი საგანმანათლებლო სფეროში არსებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს სისტემატურად აშუქებს, რათა დაინტერესებული ადამიანები უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულები ამ სიახლეების შესახებ და, სურვილის შემთხვევაში, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა საგანმანათლებლო სექტორის მიერ შეთავაზებულ აქტივობებში.


“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ დავიწყეთ, დღეს მემორანდუმი გავაფორმეთ და ახლა უკვე ამ ფორმატით გაგრძელდება უნივერსიტეტსა და „კვირას“ შორის თანამშრომლობა. მოხარულები ვართ, რომ ისეთ ავტორიტეტულ უმაღლეს სასწავლებელთან, როგორიც შავი ზღვის უნივერსიტეტია, გავაფორმეთ მემორანდუმი. ჩვენ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალებას მივცემთ, „კვირაში“ გაიარონ სტაჟირება და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს, რაც აღნიშნულ სფეროში მომუშავე ადამიანებს სჭირდებათ, „კვირა“ მზადაა ამისთვის“, – აღნიშნა ქეთი ხოსიტაშვილმა.


მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პორტალ „კვირას“ მთავარმა რედაქტორმა ქეთი ხოსიტაშვილმა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მათთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი