თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
09-07-2018, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამჯერად ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

 


მოსახლეობამ მერისაგან როგორც პირადი, ასევე უბნისა და სოფლის პრობლემების მოგვარება მოითხოვა. პრიორიტეტულ პრობლემებად დასახელდა შიდა სასოფლო გზებისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, ავტობანზე მოვაჭრეთა პრობლემა, საჯარო სკოლის რეაბილიტაციის საკითხი და სხვა.

 


ყველა დასმული საკითხი შესაბამისი სამსახურების მიერ იქნა ჩანიშნული რეაგირებისათვის.

 


„მეგობრებო, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს მე თქვენ დაგპირდით, რომ ვიქნებოდი თქვენს გვერდით 24 საათის განმავლობაში, გავიზიარებდი თითოეული ოჯახის ჭირსა და ლხინს. თქვენ მე დიდი ნდობა გამომიცხადეთ და მომანიჭეთ მერის მანდატი. ამ შეხვედრებით კი გაბარებთ ანგარიშს, თუ რისი გაკეთება შევძელი და რა მიზნები მაქვს დასახული. შემახსენეთ დანაპირები, მომიყევით თქვენი პრობლემები, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია არა გაკეთებული, არამედ გაუკეთებლი საქმეები.

 


ყველა შეხვედრაზე მოსახლეობასთან პრიორიტეტულ საკითხად გზებისა და სასმელი წყლის პრობლემა სახელდება. ქვედა სიმონეთშიც, მიუხედავად იმისა, რომ 5 კმ-ზე მეტი გზა შეკეთდება ასფალტო-ბეტონის საფარით, სანიაღვრე სისტემით, რაზეც 1 400 000 ლარი დაიხარჯება, კვლავ რჩება საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ახლახანს შევიძინეთ კარიერი, საიდანაც გამოტანილი მაღალი ხარისხის ინერტული მასალით მოხდება ყველა შიდა საუბნო გზის შეკეთება.

 


ასევე, თქვენთვის მტკივნეულია ავტობანზე ვაჭრობის პრობლემა. მესმის, რომ ეს ბევრისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, პირობას გაძლევთ, რომ საკითხი გადაიჭრება თქვენ სასარგებლოდ. გაყიდვის უფლება მოგეცემათ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, რათა საფრთხე არ შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, ვაჭრობა იყოს უსაფრთხო.

 


მნიშვნელოვანია თქვენს მიერ დასმული საკითხი, რაც საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ეხება. ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი, არსებული სკოლების რეაბილიტაციისა და რემონტის პროცესი დელეგირებული იქნა ადგილობრივ თვითმმართველობებზე. ჩვენ შევისწავლით სკოლების საჭიროებებს, განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს და გამოვაცხადებთ ტენდერს ახალი პროექტების განხორციელების მიზნით. ასე რომ მომავალი წლიდან, სკოლებში ინფრასტუქტურული სამუშაოების დაგეგმვა განხორციელდება პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

 


გასაკეთებელი ბევრია. ძალ-ღონეს არ ვიშურებ იმისათვის, რომ ჩემი დევიზი, რითაც მოვედი ხელისუფლებაში „ხალხთან ახლოს, ხალხის სამსახურში“ - შევასრულო. მოითხოვეთ, იქონიეთ თანამდებობის პირებთან პირდაპირი კონტაქტი. დავგეგმოთ და გავაკეთოთ ერთად, რადგან როგორც მე, მუნიციპალიტეტის მერს, ისე მერიის ყველა თანამშრომელს გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ხელისუფლება უნდა ემსახუროს ხალხს და არა პირიქით“,მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას ბონდო სოფრომაძემ.

 


წყლის პრობლემის ნაწილობრივ მოსაგვარებლად მოსახლეობამ მოითხოვა რეზინის მილები, რაზედაც მუნიციპალიტეტის პირველი პირისაგან დაუყოვნებლივი რეაგირების პირობა მიიღო.

 


მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს გაკეთებული საქმეებისა და მათი პრობლემების გულთან მიტანისათვის, იმ სოციალური პროგრამებისათვის, რაც მუნიციპალიტეტში არსებობს და რითაც ბევრმა ადგილობრივმა უკვე ისარგებლა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნების დამატებისათვის და გარე განათების დამონტაჟებისათვის. გარე განათება მოსახლეობამ წინაასაარჩევნოდ მოითხოვა და რადგან უკვე ტენდერი დასრულებული და მასალები შეტანილია, დამონტაჟების სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

 


შეხვედრაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილე მერაბ სირაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი დიანა ფოცხვერაშვილი, მერის წარმომადგენელი საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ბიძინა ბუცხრიკიძე, მერის თანაშემწე გიორგი ამირანაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი გოდერძი თურქაძე, საკრებულოს წევრი ენვერი ხოხიაშვილი, ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ასისტენტებთან ერთად, (ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი ტარიელ ფანჩულიძე და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად ეტაპობრივად ყველა სოფელში შევა და შეხვდება მოსახლეობას, რათა ადგილზე იქნას განხილული ყველა პრობლემა, რაც აწუხებს სოფლის მაცხოვრებლებს და იქვე, ხალხთან ერთად დაისახოს პრობლემის მოგვარების გზები.



ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი