ბერლინში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, პლენარული სხდომის შემდეგ, საკომიტეტო მოსმენებით გაგრძელდა. საპარლამენტო ფორუმის მონაწილეები ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე მოხსენების პროექტებს გაეცნენ, რომლებიც საბოლოოდ, ბერლინის დეკლარაციაში აისახება.
საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, „აბრეშუმის გზის“ მხარდამჭერი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დელეგაციის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები, ოთარ დანელია და რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრნენ.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში აბრეშუმის გზის პროექტის მხარდაჭერისთვის, ერთი წლის წინ, საინტერესო ფორმატი შეიქმნა. აზერბაიჯანის დელეგაციის ინიციატივით შექმნილი ჯგუფის საქმიანობით ასამბლეის ბევრი დელეგაციაა დაინტერესებული. შეხვედრაზე ჯგუფის სამომავლო საქმიანობის განხილვისას, ქართულმა დელეგაციამ ჯგუფის ხელმძღვანელობას, 2020 წლისთვის საქართველოში სხდომის გამართვა შესთავაზა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე მონაწილეობა მიიღო ასამბლეის პირველი და მესამე კომიტეტის სხდომებში, რომლებიც შესაბამისი რეზოლუციის პროექტების განხილვას დაეთმო.
ინფორმაციას საქრთველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.