პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ, თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის პოსტზე შესაძლო დარჩენის შესახებ განცხადება გააკეთა.
რომან გოცირიძეს აზრით, მინისტრთა დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი შავი და ბინძური საქმეების ერთგულად შესრულებაა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის პიროვნება, რომელიც „ყველაფრის მკადრებელია“, ჩაიბარებს იუსტიციის სამინისტროს.
„დარწმუნებული იყავით, რომ როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება - სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის - მინისტრი იქნება ის, რომელიც არის უარესი. თქვენით გადაწყვიტეთ, რომელი მინისტრია უარესი იმიტომ, რომ ჩვენ ამ ექვსწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მინისტრთა დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი არის პირადი მორჩილება, ერთგულება, შავი და ბინძური საქმეების შესრულება. ამისთვის ყველაფრის გამკეთებელი და ყველაფრის მკადრებელი უნდა იყო. აი ის, ვინც ყველაფერს იკადრებს, იქნება იუსტიციის მინისტრი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სპეციფიკური სამინისტროს“, განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.