„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მაისში გამოცემული დადგენილების მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციალური დახმარება გაორმაგდა, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნულ დადგენილებაში არაფერია ნათქვამი იმ ვეტერანებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ.
ბაქრაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და მედიის წარმომადგენლებს მთავრობის დადგენილებაც წარუდგინა.
„ევროპული საქართველოს" ლიდერის „ვეტერანების დაყოფას" მმართველი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ და ადამიანურ შეცდომას უწოდებს.
„მინდა, საზოგადოებას გავაცნო საქართველოს მთავრობის #250 დადგენილება 2018 წლის 28 მაისის, რომლის მიხედვითაც, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციალური დახმარება გაიზარდა და გაორმაგდა. რა თქმა უნდა, მისასალმებელი და კარგია, როდესაც მთავრობამ იზრუნა და გაუორმაგა სოციალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, მიუღებელი და ცუდია, რომ საქართველოს მთავრობას ამ დადგენილებაში არ გაახსენდა და დაავიწყდა ათასობით ვეტერანი, რომელიც იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.
მიუღებელი და ცუდია, როდესაც მთავრობა ჰყოფს ვეტერანებს და დახმარებას უზრდის მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ამავე დროს, არაფერს აკეთებს იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ იბრძოდა საქართველოში, ვინც იბრძოდა აფხაზეთში, ვინც იბრძოდა ცხინვალში რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ვუდასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მათ დამსახურებულად ეკუთვნით მეტი და უკეთესი სოციალური დაცვა, მაგრამ უმძიმეს პოლიტიკურ და ადამიანურ შეცდომად მიმაჩნია საქართველოს დასაცავად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად წარმოებული ომის ვეტერანების უგულებელყოფა ასეთი ტიპის დადგენილებაში. ჩვენი მთავრობის ლოგიკის მიხედვით გამოდის, რომ თუ გერმანელებს ებრძოდი კურსკში, საკმარისი დამსახურება გაქვს იმისთვის, რომ დამსახურება გაგიორმაგდეს, ხოლო თუ რუსებს ებრძოდი სოხუმში, შენი ღვაწლი არაფრად მიიჩნევა და დახმარება არ გაგეზრდება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური და ადამიანური შეცდომა", განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელიც საქართველოს მთავრობისგან „შეცდომის" გამოსწორებას მოითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.