ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა პარაოლიმპიელ სულხან ბელთაძეს უმასპინძლა.
საქართველოს ინვალიდთა ფედერაცია, „აღორძინება 2002''-ის იმერეთის მკლავჭიდელთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში ვანელი სპორტსმენი სულხან ბელთაძე ირიცხება, უკრაინიდან გამარჯვებული დაბრუნდა.
მან უკრაინაში ქალაქ ბალტაში პარაოლიმპიელთა შორის ჩატარებულ სპორტის საერთაშორისო ფესტივალში, სპორტის სახეობა მკლავჭიდში პირველი ადგილი დაიკავა.
ასევე უკრაინაში, ქალაქ სუმში მძიმე წონით კატეგორიაში, ორივე ხელში მეორე ადგილს დაეუფლა.
ალექსანდრე გოგორიშვილმა ვანელ სპორტსმენს მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერას დაჰპირდა.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.