თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის არჩევისას, შესაძლოა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს
09-07-2018, 16:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, შესაძლოა, მთავარი პროკურორის არჩევისას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს. წულუკიანის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ „საზოგადოებამ დაინახოს საპროკურორო საბჭოს რა სურს“.

 

 

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, მთავარი პროკურორობის სამივე კანდიდატი ღირსეულია.

 

 

„ვფიქრობ, რომ სამივე კანდიდატურა არის ღირსეული. კოორდინაციას ამ პროცესისას აუცილებლად გავწევ, ისევე როგორც მანამდე გავწიე და მივცემ მაქსიმალურ შესაძლებლობას პროკურორებს, ხაზს ვუსვამ სიტყვას პროკურორს, რომელიც სამწუხაროდ ზოგიერთისთვის ხელწამოსაკრავი სიტყვა გახდა და ეს არ არის ხელწამოსაკრავი სიტყვა, ყველას ექნება საშუალება გამოთქვან საკუთარი აზრი, რომ საბჭომ აჩვენოს ვინ არის მათთვის სასურველი კანდიდატი, ჩვენ ამას ვნახავთ ღიად და გამჭვირვალედ, როგორც ამას ვხედავდით.

 

 

სხდომა მიმდინარე კვირაში ჩატარდება.... რაც შეეხება საბჭოს, ყველა კანდიდატთან მაქვს კითხვები. თუმცა ვფიქრობ, რომ საბჭოს სხდომაზე მაქსიმალურად თავს შევიკავებ კითხვების დასმისგან, მათ შორის, ერთ-ერთ კანდიდატთან მაქვს ძალიან დიდი კითხვა. ამ კითხვას არ დავსვამ და შეიძლება კენჭისყრაშიც არ მივიღო მონაწილეობა იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს საბჭოს რა სურს“, განაცხადა თეა წულუკიანმა, რომელმაც ასევე უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა მისი ნათესავი მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი შალვა თადუმაძე.

 

 

„არის თუ არა ჩემი ნათესავი შალვა თადუმაძე? გეტყვით, რომ ის არ არის ჩემი ნათესავი. მე ვარ მისი შვილის ნათლია. ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში 2012 წელს, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარშემო ვიყავით იურისტების ჯგუფი შემოკრებილი, რომელებმაც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ოქტომბერს. ამ ჯგუფში იყო არჩილ კბილაშვილი, შალვა თადუმაძე, თქვენი მონამორჩილი, ბატონი ზაქრო ქუცნაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, მაგრამ ეს იყო შთამბეჭდავი ჯგუფი იურისტებისა და ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა ბატონ შალვასთან", განაცხადა წულუკიანმა.

 

 

საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორი პოსტზე ნინო გოგნიაშვილის, შალვა თადუმაძისა და შალვა შავგულიძის კანდიდატურები წარედგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი