გიგი წერეთელი ბერლინში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
09-07-2018, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

 

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და ზოგადად, ეუთოს სივრცეში არსებული გამოწვევები მიმოიხილეს.

 

 

გიგი წერეთელმა გერმანიის პრეზიდენტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მისი ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანიის საპარლამენტო დელეგაცია, მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში, ასამბლეის ფორმატში ყოველთვის აქტიურად არის ჩართული.

 

 

საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, გიგი წერეთელმა რაიხსტაგის სასახლეში, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, რომლებზეც საუბრის მთავარ თემას ქართული მხარის მიერ მომზადებული და სესიაზე განსახილველად წარდგენილი „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ რეზოლუციის პროექტი წარმოადგენდა.

 

 

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც არ არის მხოლოდ საქართველოზე და ეს არის ზოგადი პრობლემა საერთაშორისო დღის წესრიგის და იმ პრინციპების დარღვევის, რომელსაც ეუთო ეფუძნება, მხარდაჭერილი იქნება. ეს არის ინტერვენცია, ძალით საზღვრების შეცვლა, ძალის გამოყენება მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ და ა.შ. ვფიქრობ, რომ ასამბლეის წევრები რეზოლუციის პროექტს დაუჭერენ მხარს და ამ მიმართულებით დელეგაციის წევრები აქტიურად ვმუშაობთ“, განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი