პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა.
„კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო გზა სამშვიდობო პოლიტიკაა, რასაც მთავრობის ახალი ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ადასტურებს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესების, ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული. იგი წარმოადგენს სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგიულ ნაბიჯს და საჭიროებს საერთაშორისო პარტნიორობის ურყევ მხარდაჭერას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით სისტემატური დისკრიმინაციისა და ადამიანებზე ზღვარგადასული ძალადობის ფაქტები აღნიშნა.
„მინდა ხაზი გავუსვა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების აუცილებლობის შესახებ“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.