წყალტუბოში „წყალტუბოს ახალგაზრდული ფესტივალი“ ტარდება
09-07-2018, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოში „წყალტუბოს ახალგაზრდული ფესტივალი 2018“  მიმდინარეობს. ფესტივალი, რომლის ორგანიზატორიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურია, წელს მეოთხედ ტარდება.

 

 

„ხონის, ვანის, თერჯოლის, ხარაგაულის, ტყიბულის, ქუთაისის სამტრედიის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ, სტუმრებმა მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს, მუზეუმის მასპინძელმა, დაჩი იოსელიანმა მოკლე ექსკურსი ჩაუტარა ახალგაზრდებს მწერლის ცხვორების და მოღვაწეობის შესახებ.

 


შემდეგ ახალგაზრდებმა სასტუმრო „პრომეთეში“ გადაინაცვლეს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის, შ.ს.ს. წყალტუბოს სამმართველოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ფესტივალის მთავარი თემა „არა ძალადობას მოზარდებში “ბულინგი მოზარდებში“ დისკუსიის ფორმატში გაიშალა.

 


დისკუსიის დასასრულს მოეწყო ვიდეორგოლების კონკურსი, რომელსაც ორგანიზატორებთან ერთად, კომპეტენტური ჟიური - ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორი - სულხან გოგოლაშვილი და რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე აფასებდნენ. გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილოვება ფესტივალის ოფიციალურ ნაწილზე მოხდება.

 


ახალგაზრდები ამჟამად „ცივი ტბის აუზებზე“ იმყოფებიან, უკვე მზად არის კარვების ქალაქი პოეზიის საათის სამასპინძლოდ. პარალელურ რეჟიმში, ქუჩის კალათბურთის ტურნირი მიმდინარეობს.

 


ფესტივალის ოფიცილაური ნაწილი (ფერების ფეიერვერკი) 19:00 საათზე დაიწყება ცენტრალურ პარკში - ყველასათვის ცნობილ, მე-6 წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 


ფერების ფესტივალზე გართობა და პოზიტივის ზღვა ელოდება მაყურებელს", აღნიშნულია წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი