ბაზალეთის ტბაზე, ალტერნატიული ქანდაკების საერთაშორისო ფესტივალი „არტ აკვანი" გაიმართა. ფესტივალი, რომელშიც მოქანდაკეები სხვდასხვა ქვეყნიდან: საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და ბელარუსიიდან მონაწილეობდნენ და რომლის ავტორი და დამაარსებელია დავით ქაფიაშვილი, ბაზალეთის ტბაზე უკვე მეორედ ტარდება.
დავით ქაფიაშვილის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით, გაიმართა ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, ქანდაკებების პერსონალურ პრეზენტაცია, საზეიმო კონცერტი და მოქანდაკეების დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიებას ხელოვნებით დაინტერესებულ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატი-ზაქარია ქუცნაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი- ზურაბ სეხნიაშვილი.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.