ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მწყემსის დედა მარიამ მარტიაშვილი აცხადებს, რომ შვილთან ბოლო სატელეფონო საუბარი 7 ივლისს ჰქონდა, რა დროსაც მისგან ხეობაში მომხდარი მკვლელობის შესახებ შეიტყო.
ბრალდებული მწყემსის დედას იმედი აქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ობიექტურად გამოიძიებს.
„7 ივლისს, დილით თვითონ გამოუშვა ზარი და მოვიკითხე მე როგო ხარ-მეთქი, ან რას ჭამ, ან რა გაცვია, ან როგორ ხარ. ერთადერთი ეს თქვა, მე კარგად ვარო, მკვლელობა მოხდა დაბლა ჭალაზე და ისეთი ამბავიაო რომ არ ვიციო. ეს იყო ჩვენი ლაპარაკი....
თუ ჩაიდინა, ვიღაცამ ჩაადენინა ძალით.... მე იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს როგორც წესი და რიგია და დაიჭერენ დამნაშავეს", განუცხადა ჟურნალისტებს მარიამ მარტიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.