სამების საკათედრო ტაძარში ნაპოვნი ჩვილი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი
09-07-2018, 18:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამების საკათედრო ტაძარში, დღეს დედამ ჩვილი დატოვა. აღინიშნულ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყოლია, მაგრამ ამოღებული სათვალთავლო კამერებიდან ჩანს, თუ როგორ ეძებს ქალბატონი ადგილს ტაძარში იმისთვის, რომ ბავშვი დატოვოს. ერთი თვის ჩვილი მესანთლემ იპოვა.

 

 

სამების ტაძარში ნაპოვნი ჩვილი ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაშია, ხოლო კლინიკის დატოვების შემდეგ, ალტერნატიული მზურნველობის ქვეშ გადავა. 

 

 

მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ჩვილის ოჯახს იპოვნიან, მოხდება მათი შეფასება და გადაწყდება ბავშვის ბედი.

 


„ბავშვი გადაყვანილია კლინიკაში იმისთვის, რომ შეფასდეს ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სოციალური მუშაკი მისული არის ადგილზე. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცოტა ხანს დაჰყოფს იგი კლინიკაში მანამ, სანამ სრულად შეფასდება. შემდგომში, ისე როგორც გაწერილი არის ნაბიჯები ნაპოვნი ბავშვის შემთხვევაში პოლიციასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას ოჯახის მოძიებაზე. დაიწყება ოჯახის შეფასება იმიტომ, რომ ერთხელ მიტოვებული ბავშვი რისკი არის შემდგომი მიტოვებისა. ოჯახის შეფასება გაკეთდება. ბავშვი იქნება კლინიკაში მანამ, სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს ამას. შემდგომ გადავა ალტერნატიული ზრუნვის ფორმაში", განაცხადა მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი