საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ოპოზიციას გაერთიანებისაკენ მოუწოდებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საზოგადოების მხრიდან კვლავ ქარიზმატულ ლიდერის მოთხოვნის სურვილი უკვე აღარ არის „მძაფრი, მით უფრო, რომ თითქმის ყველანაირი ქარიზმატული ლიდერი მოვსინჯეთ - მდიდარიც, ღარიბიც, კომუნისტიც, დისიდენტიც“.
ოპოზიციიდან კი ძაბირაძე პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატურად „ორად ორ პიროვნებას ხედავს: უსუფაშვილს ან მარგველაშვილს“.
აღნიშნულ საკითხზე ექსპერტი გაზეთ „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.
„თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთ კანდიდატზე არ შეჯერდება, წარმატების შანსი არ ექნებათ, ასეთ კანდიდატურად კი ორად ორ პიროვნებას ვხედავ: უსუფაშვილს ან მარგველაშვილს. ამ ორ ადამიანს აქვს საშუალება, „ქართული ოცნებიდან“ წამოსული ამომრჩეველი მიიმხროს. თუ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი სათანადო წინააღმდეგობას გაუწევს მმართველი ძალის კანდიდატს, ეს ამომრჩეველს გაუჩენს იმედს, რომ 2020 წლისთვის „ქართული ოცნების“ დამარცხება შესაძლებელი იქნება. თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდება, შესაძლოა, უკეთესიც კი იყოს საერთოდ უარი თქვან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და მარტო დატოვონ „ქართული ოცნება“. ასეთ შემთხვევაში კარგად გამოჩნდება, ბოლოს და ბოლოს, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს „ქართულ ოცნებას“ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, ეს სერიოზული პოლიტიკური განაცხადი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
„ჩვენ ინერციულად ისევ ვფიქრობთ, რომ საზოგადოება კვლავ ქარიზმატულ ლიდერს ითხოვს. თუმცა, მგონია, რომ ეს მოთხოვნა აღარ არის ასეთი მძაფრი, მით უფრო, რომ თითქმის ყველანაირი ქარიზმატული ლიდერი მოვსინჯეთ - მდიდარიც, ღარიბიც, კომუნისტიც, დისიდენტიც... მხოლოდ ეკლესიიდან წამოსული ქარიზმატული ლიდერი არ გვყოლია და იმედია, ამგვარი რამ არც მოხდება. მგონი, დროა, ქარიზმატულ წინამძღოლთა დრო რეალურ ლიდერთა ეპოქით შეიცვალოს. ისე, თუ მესამე ცენტრი ვერ ჩამოყალიბდა და საზოგადოების განწყობას პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ უპასუხა, მაშინ რეალურია, რომ პროცესებმა კვლავაც ქუჩაში და გაცილებით მძაფრად გადაინაცვლოს და სწორედ ქუჩამ შექმნას ასეთი ქარიზმატული ლიდერი, როგორც ამ ცოტა ხნის წინ სომხეთში მოხდა. ფაშინიანი მანამდე არ იყო ქარიზმატული პოლიტიკოსი, ის წარმოადგენდა პოლიტიკურ ოპოზიციას, მაგრამ მისგან მეამბოხე ლიდერი სწორედ ქუჩამ შექმნა“, აღნიშნავს ექსპერტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.