ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არგვეთის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ.
ადგილობრივი მოსახლეობა თბილისი - ბათუმის მიმართულების ავტომაგისტრალის სოფელ არგვეთის გზაჯვარედინზე მიწისზედა ან მიწისქვეშა საავტომობილო გადასასვლელის მოწყობას ითხოვს, რისთვისაც არსებულ პროექტში ცვლილების შეტანა იქნება საჭირო, რადგანაც დამტკიცებული პროექტის მიხედვით ამის გაკეთება არ არის გათვალისწინებული.
ტარიელ თუთარაშვილმა კიდევ ერთხელ განუმარტა მოსახლეობას ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებული დეტალები. გამგებელი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ მაქსიმალურად შეეცდება საკითხის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტას.
„მიმდინარეობს მოლაპარაკება საავტომობილო გზების დეპარტამენტთან პროექტში კორექტირების შეტანის შესახებ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არ დაზარალდეს მოსახლეობის ინტერესი და შექმნილ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ვიპოვოთ“, - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამგებელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.