დავით უსუფაშვილი: თუ „ოცნება“ სააკაშვილის ხედვას იზიარებდა - თბილისის პარლამენტის შენობაზე რატომღა დავხარჯეთ და ვხარჯავთ ათობით მილიონ ლარს?
09-07-2018, 19:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შენების მოძრაობის" დამფუძნებლის და თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილს განცხადებით, პარლამენტის ქუთაისში განთავსება და სხვა დაწესებულებებისგან დისტანცირება, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ეფექტიანობას მინიმუმ 50%-ით ამცირებს. ამასთან, უსუფაშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქალაქში ფუნქციონირების გამო, ადმინისტრაციული ხარჯები, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა და თბილისის გაპარტახებული შენობის მხოლოდ სხდომათა დარბაზის  აღდგენაზე  20-მდე მილიონი  ლარი დაიხარჯა, მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ჩნდება შეკითხვები.

 

 

„ჩემი დაკვირვებით, პარლამენტის ქუთაისში განთავსება და სხვა დაწესებულებებისაგან დისტანცირება მისი საქმიანობის ეფექტიანობას მინიმუმ 50%-ით ამცირებს. გარდა ამისა, ორ ქალაქში ფუნქციონირების გამო დაახლოებით 15%-ით გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებს და თბილისის გაპარტახებული შენობის მხოლოდ სხდომათა დარბაზის (რომელიც უფუნქციოდაა) აღდგენაზე დახარჯულ 20-მდე მილიონ ლარს თუ გავითვალისწინებთ, იბადება კითხვები:

 

 

- თუ ოცნება სააკაშვილის ხედვას იზიარებდა და პარლამენტის მოვლენათა ეპიცენტრიდან მოშორება ჰქონდა მიზნად, მაშინ თბილისის შენობაზე რატომღა დავხარჯეთ და ვხარჯავთ ათობით მილიონ ლარს?

 


- თუ ოცნებას პარლამენტის როლის გაძლიერება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება სურს, რატომ არ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, როცა კონსტიტუციური უმრავლესობა (წინა პარლამენტისგან განსხვავებით) მის ხელშია?

 

 

ამ მიმართულებით ახალი პრემიერის პოლიტიკურად, მენეჯმენტურად და ფისკალურად გონივრული ინიციატივა კარგი იქნებოდა, მათ შორის, პირადად მისი და სხვა სამთავრობო თანამდებობის პირების დროისა და ხარჯების დაზოგვისთვისაც", წერს დავით უსუფაშვილი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი