აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი: „ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის გამო შოკში ვართ“
10-07-2018, 00:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრის, სმიტების და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ამავეს დროს ქართველ სამართალდამცველებს, მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის მადლობას უხდის.

 


„ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის გამო შოკში ვართ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუერთდებით ყველა იმ ქართველსა და ამერიკელს, ვინც გარდაცვლილების მეგობრები იყვნენ.

 


სმიტების ოჯახს, რომლებიც მარნეულში ცხოვრობდნენ, თავისი წვლილი შეჰქონდა ეკონომიკურ განვითარებაში.

 


ვმუშაობთ ქართველ სამართალდამცველებთან ერთად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარდაცვლილის ოჯახს მხარში დავუდგეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ სამართალდამცავ უწყებებს, რომლებმაც საქმე გამოიძიეს“, განაცხადა რუდმა.

 


გარდაცვლილი ოჯახის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა.

 

 

ხადას ხეობაში აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი