ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს განსახილველად 10 საკითხი, მათ შორის ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ჯემალ მებუკის წლიური ანგარიში წარედგინა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება სხდომაზე ჯემალ მებუკის 2014 წლის ანგარიშის მოსმენას დაეთმო. განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური პროექტები და ღონისძიებები, ხარვეზები, თვითმმართველობის რეფორმა - ყველა ამ საკითხზე გამგებელმა დეტალურად ისაუბრა და დასმულ შეკითხვებს, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, ასევე საკრებულოს სხვა დეპუტატების მიერ, ამომწურავად უპასუხა. საკრებულოს წევრების ხმათა უმრავლესობით გამგებლის წლიური ანგარიში დადებითად შეფასდა,- ნათქვამია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: ცვლილებები ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხაში (მომხსენებელი - ამირან კინწურაშვილი - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი), ხონის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებასა და აუქციონის წესიტ პრივატიზებას, ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საზღვრის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ , ხონის მუნიციპალიტეტის არსებული სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ თხოვებას ა(ა)იპ ხონის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექციისათვის (მომხენებელი - გელა ჩოგოვაძე - ეკონომიკისა და ქონების მარტვის სამსახურის უფროსი), შშმ ბავშვებისადმი მიძღვნილი აქცია საღამოს „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“ დასაფინანსებლად გამგებლის თანხმობის მიცემის შესახებ, პროექტ „ეტალონში“ გამარჯვებული რაული კინწურაშვილის ფულადი ჯილდოს მიცემის შესახებ (მომხსენებელი - არსენ ბენდელიანი -საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდოიმარე), ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანას და ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცებას (მომხენებელი - ლევან ჩიხლაძე - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი).
საკრებულოს უმრავლესობამ ყველა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.