ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეზე დაკავებული 19 წლის მწყემსის პოზიცია მკვლელობის გახმაურებული ვერსიისგან განსხვავდება.
ადვოკატ მურმან ნიკოლეიშვილის თქმით, დაკავებულ მალზახ კობაურს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
„ამ ეტაპზე, განსხვავებული პოზიცია აქვს იმისგან, რაც მედიაში გავრცელდა. ის არ ეთანხმება ბრალს", აცხადებს ადვოკატი.
19 წლის მწყემსი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გუშინ, 9 ივლისს დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.