პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტი - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ წარადგინა. დოკუმენტი კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, 45 მომხრე 2-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ასამბლეა რეზოლუციის პროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და მისი საბოლოო დამტკიცების თაობაზე, გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ევროპაში განვითარებულ კონფლიქტებს ბევრი საერთო აქვთ, მითუმეტეს როცა ეს რუსეთის ფედერაციის მეზობლობას და ტერიტორიული მთლიანობის რღვევას შეეხება. საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის განგრძობითი აგრესიის ფონზე, საფრთხის წინაშე დგას არა მარტო საქართველო და რუსეთის სამეზობლო, არამედ, მთელი ევროპის სტრატეგიული ხედვა და მშვიდობა. ჩვენ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს ვპასუხობთ ახალი ინიციატივით - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ!“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გააკრიტიკეს და რეზოლუციის პროექტის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს დელეგაციის წევრებმა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ მისცა.
„ძალიან კარგი პრეცენდენტია, როცა კომიტეტში ასეთი მხარდაჭერაა. პლენარულ სხდომაზე ალბათ იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ ეს რეზოლუცია მიღებული იქნება, იმიტომ, რომ ეს არის მართალი, საფუძვლიანი და აბსოლიტურად შეესაბამება იმ რეალობას, რაც არის“, - აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა.
ინფორმაციას საქრთველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.