ცაგერის სტადიონზე შედგა მოყვარულთა რეგიონული ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი შეხვედრა ფეხბურთში ცაგერისა და ტყიბულის გუნდებს შორის. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრის უმეტესი ნაწილი წარიმართა სტუმართა გუნდის სათამაშო უპირატესობით. „მეშახტეს“ ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი საიმედოდ აკონტროლებდა მოედნის შუაგულს და ბურთის ოსტატური ფლობით ახორციელებდა შეტევებს მასპინძელთა კართან. ცაგერელები სისწრაფის და უბურთოდ მანევრირების ხარჯზე ცდილობდნენ ფონს გასვლას. პირველი გოლი, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიტანეს სტუმრებმა მეორე ტაიმის 21-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან ლამაზი დარტყმით 0:1. თამაშის ბოლო 15-წუთი მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგშიც აისახა. ერთ-ერთი შეტევის დროს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ტყიბულელთა გოლკიპერმა ცუდად მოიგერია და დამატებაზე ლეჩხუმელებმა იხეირეს1:1; მჯერა საფეხბურთო კლუბი მობილიზაციას გააკეთებს, გუნდის საკადრო პრობლემები მოგვარდება და მომავალში გაცილებით უკეთ ავთამაშდებით“, წერს „ფეისბუქზე“ ცაგერის გუნდის გულშემატკივარი გოგი კვირიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.